
ნიუ-მექსიკოში, ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით შემთხვევით წარმოშობით უკრაინელი ოპერატორი ქალი მოკლა, ფილმის რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.
42 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.
პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ამ შემთხვევის შემდეგ ნახეს, რომ მსახიობი ტიროდა. ფილმში ბოლდუინი თამაშობს არასრწულწლოვანი გმირის ბაბუას, რომელმაც შემთხვევით მკვლელობა ჩაიდინა.























