00:51 | 2020-07-25 ავტორი: Prime Time

Financial Times: მდიდრებმა კერძო კუნძულების შეძენა დაიწყეს

Financial Times: მდიდრებმა კერძო კუნძულების შეძენა დაიწყეს

მსოფლიოს მდიდარი ადამიანები კუნძულებს ყიდულობენ იმისათვის, რომ პანდემიას თავი იქ შეაფარონ. ყველაზე პოპულარული მიმართულება წყნარი ოკეანის სამხრეთი, კარიბი აშშ-სა და ევროპის განაპირა ზონები აღმოჩნდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

 

ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ჩაკეტეს სოფელი ყარაჯალალი კორონავირუსის გამო
2020-07-24ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ჩაკეტეს სოფელი ყარაჯალალი კორონავირუსის გამო

გამყიდველები აცხადებენ, რომ თუ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ კარგი მანქნა, მაშინ კუნძულის ყიდვასაც შეძლებთ. მაგალითად, ფინეთის სანაპიროზე არის ობიექტი, რომლის ფასიც 100 ათას ევროზე ნაკლებია.

 

რიელტორების თქმით პანდემიამ ადამიანებს აიძულა საკუთარი შეხედულებებისთვის გადაეხედათ.

 

„კუნძულის ყიდვა ერთ დროს რაღაც მაგარს, სასურველს ნიშნავდა, ხშირად კი ის ექსცენტრიული ოცნება იყო. თუმცა, COVID-19-ის გამო ეს იდეა უკვე პრაქტიკული აღმოჩნდა, რადგან ადამიანები ესწრაფვიან ჰქონდეთ საკუთარი სივრცე და დაიცვან დისტანცია“ – აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

 

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოტი, გამოცემის ცნობით, კუნძული მაი აღმოჩნდა, რომელზეც 13 ჰექტარი ტროპიკული ბაღია. კუნძული რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს და პოზიციონირებს, როგორც იდეალური ადგილი ინფექციისგან თავის დასაღწევად.

ავტორი: Prime Time

X