
ფინანსთა მინისტრს ნახალოვკის ბირჟაზე თუ დაელაპარაკება ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში მას არავინ დაელაპარაკება – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით მას ქართველი ხალხისთვის მილიარდების მოტანა შეუძლია.
„მე ახლაც შემიძლია მოვუტანო მილიარდები ქართველ ხალხს, სანამ სხვა ქვეყანაში ვარ. ბევრად მეტი ავტორიტეტი მაქვს, ვიდრე თქვენ ყველას აღებულს. საკმარისია, რომ შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ რომელიმე ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე და არა მსოფლიოს ინსტიტუტებში.
ასეთ ხალხს არავინ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება, საქართველოსთვის გამოვაწვდევინო დახმარების ხელი ჩვენს მეგობრებს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.






















