
როგორც ცნობილია, რუსეთში კორონავირუსის ახალი სასიში შტამი ვრცელდება ( AY.4.2 ). ეპიდემიოლოგები ამბობენ, შტამი მხოლოდ ლოკალურ დონეზე არ არის გავრცელებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთში გავრცელებული შტამი – AY.4.2 ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
„ეს ახალი შტამი, რომელიც რუსეთში დაფიქსირდა, საყურადღებოა. ჯერჯერობით ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ეს ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ისიც “დელტას” ერთ-ერთი ნაირსახეობაა, “დელტა+”, მაგრამ ის არა “დელტა+”-ია, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, არამედ სხვა გენეტიკური ვარიანტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სააკონრდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 43 ადამიანი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























