20:24 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ – ნიკა მელია

ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ – ნიკა მელია

მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, იქამდე სანამ მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება, აქციები იქნება ქუთაისსა და ზუგდიდში.

2021-11-02"მომავალ წელს, რომ მომინდეს ფარშევანგობა მაგასაც მოვნახავ კარადაში"- ნუკი კოშკელიშვილი

„ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენი მთავარი მოწოდება არ არის ქუჩაში დგომა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლოდ სახეში სილის გაწვნას. ამ ყველაფერს ხვალიდან უნდა ვაკეთებდეთ ბათუმშიც, ქუთაისშიც და ზუგდიდშიც. ხვალ მივემართებით ზუგდიდში, ზეგ ქუთაისში, პარალელურად რუსთავის ციხესთან დაიწყო და არ დასრულდება აქციები და მალე შევიკრიბებით ყველა იქ, სადაც წყდება ამ ქვეყნის ისტორიული საკითხები – რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავიბრუნოთ ლოკალურად წართმეული არჩევნები.

 

დავრწმუნდებით, რომ საბოლოოდ არ გვიბრუნებენ?! მერე, საკუთარ თავს დააბრალონ, საკუთარი ბედის მჭედელი არის ბიძინა ივანიშვილი. არ გვიღირს ჩვენ სიცოცხლე შეურაცხყოფილებს, არ გვიღირს ჩვენ სიცოცხლე თავდახრილებს, რომელიც თვალს რეალობას უსწორებს და ხედავს, რომ უსამართლობა მძვინვარებს და ჩვენ წავიდეთ სახლებში უბრძოლველად – ეს არ მოხდება! გამორიცხულია! ფიცს ვდებ თქვენს წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ! იმიტომ, რომ მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევირცხვენ თავს, მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, მირჩევნია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. მაგრამ მერწმუნეთ, ხალხო, ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ“,- განაცხადა მელიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა

 

Video: “ასეთი ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია. რთული ყოფილა, მაგრამ პირობა – პირობაა” – ზურა ხაჩიძემ სიტყვა შეასრულა და იცეკვა

 

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

 

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

ავტორი: Prime Time

X