22:29 | 2021-06-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფიზიკური დაპირისპირება ბაგებში – დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

ფიზიკური დაპირისპირება ბაგებში – დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

ბაგებში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საბაგიროს დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ჭრილობა მუცლის არეში მიაყენეს. კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X