14:01 | 2021-12-04 ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ზეღდულეთში – ადგილობრივებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

ფიზიკური დაპირისპირება სოფელ ზეღდულეთში – ადგილობრივებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედღულეთში მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა.

 

ადგილობრივები, პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მოსახლეობამ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

 

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწის მფლობელთან და მოსახლეობასთან, რომ ორივე მხარე შეთანხმებამდე მივიდეს.

 

„ათ დღეში ეს საკითხი ვერ მოგვარდებოდა. ჩვენ მივეცით მოსახლეობას პირობა, ბუნებრივია, მიწის მფლობელთან მოლაპარაკების შემდეგ, რომ ეს მიწა არ მოიხვნება, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება. მიწის ფართობი 2008 წელს გაიყიდა. რთული იურიდიული საკითხია. ერთ მხარეს დგას ხალხი, სოფლის ინტერესები და მეორე მხარეს კეთილსინდისიერი მყიდველი“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას შიდა ქართლის გუბერნატორმა

 

ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა 300-მდე ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებს.

 

მათი თქმით, ეს ტერიტორია სოფლის მოსახლეობას ეკუთვნის, რომელსაც საძოვრებად იყენებენ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი:

X