
ჯორჯ ფლოიდის დამშვიდობების ცერემონიას უამრავი ადამიანი დაესწრო. მათ ფლოიდის ხსოვნას პატივი 9 წუთიანი დუმილით მიაგეს – 9 წუთი დროის ზუსტად ის ხანგძლივობაა, რამდენ ხანსაც პოლიციის ოფიცერი ჯორჯს კისერზე მუხლს აჭერდა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოსამშვიდებელ ცერემონიაზე ფლოიდის ძმამ, ფილონესემ შემდეგი სიტყვები თქვა – „ საოცარია, ამდენი ადამიანი ჩემი ძმის სანახავად მოდის. საოცარია, როგორ შეეხო ფლოიდი სიცოცხლის მანძილზე უამრავი ადამიანის გულს“.
მან ასევე გაიხსენა როგორ იზრდებოდნენ ისინი ერთად.
ფლოიდის ხსოვნას პატივი მენეაპოლისის ქალაქის მერმაც მიაგო. მან ჯორჯ ფლოიდის კუბოსთან მუხლებზე დაიჩოქა და ატირდა.
სამოქალაქო პანაშვიდს ასევე დაესწრნენ მინესოტას შტატის ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ის კონგრესმენები.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.
მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.























