
ჯორჯ ფლოიდის საქმე №3 – პოლიციის ქმედებას 3 მარტს კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის, 33 წლის მანუელ ელისის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
მანუელი პოლიციამ ვაშინგტონში 3 მარტს დააპატიმრა. ფლოიდის მსგავსად, მანუელიც დაკავებისას იგივე სიტყვებს ყვიროდა „სუნთქვა არ შემიძლია“.
პოლიციამ მანუელის დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. მანუელი ადგილზე გარდაიცვალა.
კვირის დასაწყისში Pierce County Medical Examiner’s Office-სმა დაადგინა, რომ ელისი ჰიპოქსიის (მდგომარეობა, როდესაც მთელი ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას) შედეგად გარდაიცვალა, რომელიც ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია.
ნახეთ დეტალურად: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა























