
ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფ სამ ყოფილ პოლიციელეს სასამართლომ გირაოს სახით მილიონი დოლარი შეუფარდა.
გირაოთი მათი გათავისუფლება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ თითოეული მათგანი 750 ათას დოლარს გადაიხდის.
3 ივნისს, მინესოტას შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.
ასევე ნახეთ: ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა























