11:43 | 2020-09-16 ავტორი: Prime Time

“ფოფხაძის პოზიცია უსამართლოა!“- რესპუბლიკური საავადმყოფო ფოფხაძის პრეტენზიებს პასუხობს

“ფოფხაძის პოზიცია უსამართლოა!“- რესპუბლიკური საავადმყოფო ფოფხაძის პრეტენზიებს პასუხობს

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს მედპერსონალს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იქ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სათანადოდ არ მკურნალობენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, საავადმყოფოში არც არაკოვიდიანი პაციენტების უფლებებია დაცული.

 

24 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია - გედევან ფოფხაძე კოვიდპაციენტის ამპლუაში
2020-09-1624 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია - გედევან ფოფხაძე კოვიდპაციენტის ამპლუაში

 

“რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფოძეს მიაჩნია, რომ ფოფხაძის განცხადებები უსამართლოა, რადგან კლინიკაში ყველა პაციენტის უფლება სათანადოდ არის დაცული. გოფოძემ ფოფხაძის სკანდალურ განცხადებებს პრაიმტაიმთან უპასუხა.

 

„როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი გეუბნებით, გედევან ფოფხაძის პოზიცია არის უსამართლო და მოგახსენებთ, რატომ – ბატონი გედევანი გახლავთ პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრი კი არის ადამიანი, რომელიც უნდა აზროვნებდეს სახელმწიფოებრივად და ზრუნავდეს სახელწიფოს განვითარებაზე.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო განეკუთვნება იმ იშვიათ კლინიკათა რიცხვს, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, სულ სამი თუ ოთხი კლინიკა გვქვს ასეთი მთელ საქართველოში.

 

პირველი მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის ცხელების და კოვიდის ცენტრი, რომელიც იღებს შეუწყვეტელი რეჟიმით კოვიდიან პაციენტებს. მე არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა, როცა ბატონი გედევანი ამ ხნის გამავლობაში მობრძანდა და მოიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოს პირობები, დაინტერესდა, რა მდგომარეობაში მუშაობენაქ ექიმები და რა მდგომარეობაში არიან პაციენტები, სცადა ჩვენი დახმარება იმისთვის, რომ კლინიკაში, რამე გამოესწორებინა.

 

ჩვენს კლინიკაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღო ადეკვატური დახმარება. გედევანის შესაბამისი პირობები ვერ მოვაწყვეთ, რა ვქნათ. მე არ ვაპირებ ბატონ გედევანთან პოლემიკაში შესვლას.  ჩვენთან პაციენტის კვება ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მითუმეტეს, ცხელების ცენტრში, რა არ მოეწონა მას, ვერ გეტყვით.

 

ახლა დავბრუნდი სამსახურში და ყველაფერში გავერკვევი. სიმართლე არ არის, რომ ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტი ერთი სველი წერტილით სარგებლობს”,- განაცხადა მან.

 

კითხვაზე, არის თუ არა რესპუბლიკურ საავამყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის პირობები იდეალური, გოფოძე გვპასუხობს:

 

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირობები არ არის იდეალური, იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იყო აშენებული ინფექციური პაციენტებისთვის.ჩვენ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავაკეთეთ მაქსიმალურად ინფექციური საავადმყოფოს რეჟიმზე.

 

რაც შეეხება ცხელების ცენტრს, რომელშიც ბატონი გედევანიც მოხვდა, იქ ყველა პალატას არ აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი. ცხელების ცენტრში სულ ოთხი სველი წერტილია. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ იქ ახალი სველი წერტილები შევქმნათ, რადგან კონსტრუქცია არ იძლევა ამის საშუალებას და ა.შ“,- განაცხადა გოფოძემ.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძე „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში აშიმშილებდნენ. ის სამკურანლოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადავიდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X