10:01 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებული 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინფორუსთავი“ წერს.

 

მცირეწლოვანი კიდევ 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა, ვერ მოხერხდა.

 

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 25 წლის გოგო და მისი 4 წლის შვილიც.

 

უმძიმესი ავარია ფონიჭალაში  - დაშავებულთა და დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან
2020-08-16უმძიმესი ავარია ფონიჭალაში - დაშავებულთა და დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

 

შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბოძს, შემდეგ კი 7 ადამიანს დაეჯახა.

 

7-ვე ადამიანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და ისინი ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X