
ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწიეს.
გაკვეთილები ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, საქართველოდან და ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია,“- ასე იწყება სტატია.
ავტორი წერს, რომ მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანამ ვირუსის ბრძოლის წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა თებერვლის ბოლოდან დაიწყო.
„მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი გარდაცვლილი“, – წერს სტატიის ავტორი.
„საქართველო მიჩვეულია კრიზისს. ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – განუცხადა ქართველმა ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ Foreign Policy-ს.
ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 134 -მდე გაიზარდა.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















