16:17 | 2020-03-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“ფორმულა კრეატივმა” “ჩცდ”-ს გადაღებები შეწყვიტა

“ფორმულა კრეატივმა” “ჩცდ”-ს გადაღებები შეწყვიტა

დღეიდან რეიტინგული სერიალის გადაღება შეწყვეტილია. “ფორმულა კრეატივმა” ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო და პროდიუსერმა მაშინვე აცნობა “პრაიმტაიმს,” ვინაიდან სერიალის ბედით გუშინ დავინტერესდით. ირაკლი საღინაძემ “პრაიმტაიმთან” “ჩემი ცოლის დაქალების” გაჩერების მიზეზზე ისაუბრა.

 

ირაკლი საღინაძე: – დღეს უკვე გარდაუვალი გახდა სერიალის გადაღების გაჩერება. გადაღებები შევწყვიტეთ. სერიალის გადაღების შეწყვეტის რამდენიმე ფაქტორია – დაწყებული თანამშრომლების უსაფრთხოებიდან, დამთავრებული გადასაღებ ლოკაციებთან წვდომის შეუძლებლობა. გადაღებები ძალიან ბევრი ადამიანის უშუალო კომუნიკაციას ითხოვს, რაც საფრთხის შემცველია.

 

გადაღებული სერიების რა მარაგი გაქვთ, როდემდე გავა “ჩცდ” ეთერში?

– სერიების არანაირი მარაგი არ არის. გადაღებას თავისი პრინციპები აქვს. მაგალითად, ამ მომენტისთვის, წარმოებაში 8 სერია ერთად იყო ჩაშვებული, მათ შორის სერიები, რომელიც ახლა უნდა გასულიყო ეთერში. ამიტომ დასრულებული არც ერთი არაა…

ავტორი: თამარ გონგაძე

X