17:18 | 2020-08-04 ავტორი: Prime Time

ფოთელი გოგო, რომელიც მდინარეში გადახტა, ბოლოს ტელეფონზე საუბრობდა

ფოთელი გოგო, რომელიც მდინარეში გადახტა, ბოლოს ტელეფონზე საუბრობდა

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა 20 წლის ქალს ნათია შავაძეს წუხანდელი ღამის შენდეგ ისევ ეძებენ.

 

თვითმხილველებმა იგი ბოლოს ცოტნე დადიანის ხიდზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, რიონში იგი სწორედ ამ ხიდიდან გადახტა.

 

Tea Shonia-ს ფოტო.

 

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც სატელეფონო საუბრებისას ძალით სთხოვდა შეხვედრას.

 

ახალგაზრდა ქალის ბიძაშვილის თქმით, იგი ხიდიდან გადავარდნის მომენტში სწორედ ამ ადამიანს ტელეფონზე ესაუბრებოდა.

 

Tea Shonia-ს ფოტო.

 

გოგონას ოჯახი სამძებრო სამუშაოებში დამატებითი საძიებო ძალებისა და მყვინთავების ჩართვას, ასევე საძიებო არეალის გაფართოებას მოითხოვს.

 

ავტორი:თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X