16:46 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლმა ე.წ. სატკბილო ერთჯერადი ჭიქებით მიიღო

ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლმა ე.წ. სატკბილო ერთჯერადი ჭიქებით მიიღო

დღეს ფოთის საკათედრო ტაძარში მრევლი საერთო კოვზიდან ეზიარა და ზიარების შემდეგ ე.წ. სატკბილო ერთჯერადი ჭიქებით მიიღო.

 

მრევლის ნაწილი თვლის, რომ საერთო კოვზიდან დასნებოვნების ალბათობა არ არის.

 

გუშინ საპატრიარქომ გაავრცელა რეკომენდაციები, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების საფრთხიდან გამომდინარე შემუშავდა.

 

ამ რეკომენდაციების თანახმად, მრევლს შეუძლია ეკლესიაში ზიარების შემდეგ სატკბილოს მიღებისას ერთჯერადი ჭიქები გამოიყენოს. თუმცა ზიარენის წესი ამ დრომდე უცვლელია და ეკლესიებში მრევლს ისევ საერთო კოვზიდან აზიარებენ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

 

ავტორი: Prime Time

X