23:55 | 2021-11-16 ავტორი: Prime Time

ფოტო: რას წერდა სიკვდილის წინ ახლობელს ორი შვილის დედა, რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

ფოტო: რას წერდა სიკვდილის წინ ახლობელს ორი შვილის დედა, რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა

საქველმოქმედო ფონდ “იალქანის” დამფუძნებელი თიკო აბაშიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და შემზარავ ფაქტებს ასაჯაროებს, როგორ შეცვალა კოვიდმა ერთი ოჯახის მდგომარეობა, როგორ სუსტდებოდა ინფიცირებული ქალი და რა უკანასკნელი გზავნილი გამოუგზავნა მან თიკო აბაშიძეს…

 

#აიცერით აიცერით! ა ი ც ე რ ი თ!  ა ი ც ე რ ი თ! ეს არის ორი დღის მიმოწერაა ჩვენი. დღეს კი აღარ არის, ორი შვილი დარჩა უდედოდ. ვინც ამას კითხულობთ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, აიცერით რომ გადავარჩეთ.” – წერს თიკო აბაშიძე და გარდაცვლილ ქალთან დასურათებულ მიმოწერას აქვეყნებს.

 

შაბათი, 13 ნოემბერი. 

 

– როგორ ხართ?

 

– ვერ ვმოძრაობ, ჰაერი არ მყოფნის.

 

– გაუძელი, ბავშვებს სჭირდები, ყველაფერ კარგზე იფიქრე…

 

კვირა, 14 ნოემბერი. 

 

– როგორ ხართ? თქვენზე ძალიან ვნერვიულობ…

 

– (პასუხი არ არის)

 

ორშაბათი, 15 ნოემბერი. 

 

– როგორ ხართ? ავაწიოკე ყველა, ვინც კი შეიძლებოდა. მითხრეს, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული…

 

– (პასუხი არ არის)

 

სამშაბათი, 16 ნოემბერი.

 

– როგორ არის იამზე თურაძე?

– აღარ არის… 

 

მიმოწერა – შაბათი
მიმოწერა – შაბათი

 

მიმოწერა – კვირა-ორშაბათი
ავტორი: Prime Time

X