12:31 | 2020-12-18 ავტორი: Prime Time

ფოთში 32 წლის ყოფილი სპორტსმენი კორონავირუსით გარდაიცვალა

ფოთში 32 წლის ყოფილი სპორტსმენი კორონავირუსით გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრები კიდევ 4 პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

 

„გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 32 წლის ფოთელი მამაკაცია. იგი ყოფილი სპორტსმენია. რუხის კლინიკაში გარდაიცვალა,“- ამბობს თორია.

 

მალხაზ თორიას თქმით, შეზღუდვების შედეგად რეგიონში ეპიდვითარება გაუმჯობესდა გაორმაგებული ტესტირების ფონზე. გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვნებელიც. თუმცა განმარტა, რომ ეს არ არის საკმარისი.

 

ავტორი:თეა შონია

ავტორი: Prime Time

X