
6 თვის წინ, ფოთში დაკარგული 31 წლის ირაკლი ჯაბუას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახლობლები თქმით,ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს დღისით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა საბუთებით ბოლოს მდინარე რიონის ხიდთან ნახეს.
„ყველას ვთხოვ შვილი მომაძებნინონ, იქნებ სადმე არის. მდინარე რიონში სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რამდენიმე თვე, მაგრამ მერე შეწყდა.
იქნებ ვინმეს ოჯახს შეაფარა თავი. დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა წაგებული, მაგრამ არ მგონია, ამის გამო წასულიყო.
იქნებ ვინმეს სახლში აფარებს თავს,თუ ითამაშა, შეეძლო მისი გადახდა, არ ჰქონდა ამის პრობლემა. ხუთი თვე მთავრდება და შვილის შესახებ არაფერი მსმენია“, – აცხადებს დაკარგულის დედა დინარა ჯაბუა.
შსს-ში აცხადებენ,რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.























