
„პრაიმტაიმმა“ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო.
როგორც საფრანგეთში, AFG-ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუგზარ სულაშვილმა „პრაიმტაიმს“ უთხრა, თამარ ბაჩალიაშვილი საფრანგეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.
ფრანგი ლექტორი მას ცხოვრებისა და სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობდა, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა.
“თამარ ბაჩალიაშვილი გაცვლით პროგრამაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ რენის უნივერსიტეტიდან ჰქონდა სწავლის გაგრძელების შემოთავაზება.
საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი იყო და მის დატოვებაზე ზრუნავდა პროფესორი ბრუნო ნარდანი, რომელმაც სწავლისა და ცხოვრების დაფინასებაზე გარანტიები მისცა.
ბოლო პერიოდში ფიქრობდა საფრანგეთში დარჩენას და მაგისტრატურის გაგრძელებას.
ჩვენ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს ვეხმარებით ამ საკითხების მოგვარებაში და ვუფინასებთ მთლიან ხარჯებს, როდესაც ვრწმუნდებით, რომ პერსპექტიული კადრია.” – ამბობს ნუგზარ სულაშვილი.
ავტორი: თამარ ბუჩუკური
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს






















