15:35 | 2020-06-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

6 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

6 წესი, რომელიც ფრენისას უნდა დავიცვათ  – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაამტკიცა. რეკომენდაციებში საუბარია წესებზე, რომლებიც მგზავრებმა ფრენის დროს უნდა დაიცვან.

 

გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს: 

 

  • გამგზავრების ტერმინალში და საჰაერო ხომალდიდან ჩამოსვლისას პერსონალს და მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ.

 

  • თვალსაჩინო ადგილას განთავსდება განცხადებები (რამდენიმე ენაზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

 

  • მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით და ამ მხრივ გამონაკლისი შეიძლება იყოს 6 წლამდე ბავშვი.

 

ბორტზე შესასრულებელი რეკომენდაციები:

 

  • მინიმუმამდე მცირდება მომსახურება, ბორტზე იკრძალება პროდუქტის გაყიდვა.

 

  • ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი).

 

  • 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალული იქნება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენება წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვები.
ავტორი: თეონა ყაჭიური

X