
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი იზრდება. ექსპერტების თანახმად, გრიპის თავდაპირველი ფორმა იცვლება და არსებობს რისკი, ახალი ვარიანტები ადამიანებში უფრო სწრაფად გავრცელდეს.
2020 წელს ადამიანებში H5N6 ტიპის ფრინველის გრიპის სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა, მიმდინარე წელს კი ინფიცირებულია 21 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია ფრინველთან კონტაქტის შედეგად.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















