15:29 | 2020-03-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები – გადაღლილი ექიმები მთელი მსოფლიოდან

ფრონტის წინა ხაზის მებრძოლები – გადაღლილი ექიმები მთელი მსოფლიოდან

მთელი მსოფლიო ახალ კორანავირუსს ებრძვის და წინა ფრონტზე ექიმები დგანან. აფეთქება ჩინეთიდან დაიწყო, თუმცა ამჟამად ყველაზე დიდ საშიშროებას ევროპა წარმოადგენს.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვდასხვა ქვეყნის ექიმების ფოტოები, რომლებიც გადაჭარბებული საათებით მუშაობენ დაავადებულებთან. მათ ნიღბები და ხელთათმანები მუდმივად უკეთიათ, ამის გამო კი სახეზე ნაიარევი გაუჩნდათ.

 

ინტენსიურ თერაპიაში 13-საათიანი მუშაობის შემდეგ  „არ მიყვარს სელფები და მგონი ეს ჩემი პირველი სელფია. ამ ვარ გმირი. უბრალო ადამიანი ვარ“, – წერს იტალიელი ექიმი.

 

 

ხანგრძლივი სმენის შემდეგ ჩეხი ექიმი. „აღარ შეგვიძლია. აღარ გვძინავს, აღარ ვჭამთ“, – ჰყვება მედიკოსი.

 

 

„ასე გამოიყურები, როდესაც N95 ნიღაბი მთელი დღე გიკეთია. არაფერი აღარ გვყოფნის. დაგვეხმარეთ“

 

 

„დავასრულე 12-საათიანი მორიგეობა კოვიდ-19-ის სიმპტომის პაციენტებთან ჩვენს პოლიგონზე კლივლენდში“, – წერს ამერიკელი ექიმი.

 

 

„ბრძოლის ნაიარევი“

 

 

ეს ანასთეზიოლოგი ჯონ ჰენოა, რომელიც საკუთარ ჰოსპიტალში პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის

 

 

ნიუ-იორკში ექიმ ჯოი ვიკს დამცავი სათვალეები დაუმთავრდა. „გამოსავალი არ მქონდა. იყავით კრეატიულები“.

 

 

პირველი გმირები ჩინელი ექიმები იყვნენ, რომლებმაც პირველებმა შეეჯახეს ახალ მომაკვდინებელ ვირუსს.

 

 

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ფოტო, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს. „ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული“.

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X