
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციით მოსმენა პარლამენტში ცხარე კამათის ფონზე მიდიოდა. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ფრთიან ფრაზებს დღევანდელი სხდომიდან. ვინ ვის რა უთხრა დღეს:
გია ვოლსკი:
„სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში. თქვენ ლაპარაკობთ ახლა სისხლისღვრაზე? სირცხვილი არ არის? ვისზე გიზრუნიათ საერთოდ“
გიორგი გახარია:
„ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ სამწუხაროდ საკუთარ ეგოს“
გიორგი გახარია:
„თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს. წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ“
რომან გოცირიძე:
„ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო – სინამდვილეში 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა“
გიგა ბოკერია გახარიას:
„დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?“
თინა ბოკუჩავა:
„ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს“
ირმა ინაშვილი:
„ცირკი, მასკარადი, გოიმი და ჯიგარი – ეს ყველაფერი გავწიოთ გვერდით და ვიფიქროთ ადამიანებზე. ნაციონალური მოძრაობის და ოცნების, ორივე ერთმანეთის ღირსი ხართ სინამდვილეში, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა“






















