13:18 | 2020-05-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ფრთხილად იყვნენ, რომლებიც ამას ასაჯაროებენ – ვის აფრთხილებს მეუფე გერასიმე 

ფრთხილად იყვნენ, რომლებიც ამას ასაჯაროებენ – ვის აფრთხილებს მეუფე გერასიმე 

ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მეუფე იობმა უკვე გააკეთა განცხადება და ზნეობრივი კომისია აღარ განიხილავს,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მუნიციპალიტეტის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა.

 

ზუგდიდიელმა მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ ჭყონდიდის განყენებულ მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას.

 

„ფრთხილად იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამას ასაჯაროებენ, ვინც ასეთ საქმეებში არიან ჩართულები და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ სიფრთხილისკენ.

 

ერთი რამ მინდა ვთქვა, მამამ ბრძანა, რომ ამას კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მათ.

 

ყველამ კარგად გაითვალისწინოს ეკლესიის ფუნქცია, სასულიერო პირების მოღვაწეობა. პატრიარქი არის ნათელი წერტილი ეკლესიის. ღმერთმა შეუნდოთ ვინც მას ცილს სწამებს,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე გახლდათ. მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

 

შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).

 

არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.

 

 

ავტორი:თეა შონია 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X