
„ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშავონ, არიან დაკავაბეული ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც.
ამის თაობაზე ჩვენ დამატებით საუბარი გვექნება მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ პასუხისმგებლობის საკითხს“, – განაცხადა პრემიერმა.






















