11:14 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

ფულადი დახმარება, რომელსაც ორსულები მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ

ფულადი დახმარება, რომელსაც ორსულები მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო სახელმწიფო რა დახმარებას გამოყოფს ქალებისთვის – ეს ის კითხვაა, რომელზეც უმრავლესობას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

 

“პრაიმტაიმი” სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას გთავაზობთ:

 

 

სახელმწიფო ფულადი დახმარება დასაქმებული ქალებისთვის კანონით რეგულირდება და „საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემ ფულად დახმარებას მოიცავს.

 

დამსაქმებელი ანუ სამსახური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულს მისცემს ფულად დახმარებას შემდეგი პირობებით:

 

ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო;

 

ბ) ბავშვის მოვლის გამო;

 

გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

 

 

რა პერიოდით შეიძლება ისარგებლოს დასაქმებულმა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით და მათ შორის რამდენია ანაზღაურებადი?

 

 

დაანგრია თუ არა მარინა ბერიძის ოჯახი? - რუსუდან მუმლაძე ბოლო დროის სკანდალურ განქორწინებაზე (ვიდეო)
2021-05-17დაანგრია თუ არა მარინა ბერიძის ოჯახი? - რუსუდან მუმლაძე ბოლო დროის სკანდალურ განქორწინებაზე (ვიდეო)

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

 

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე და ამავე მიზეზით, შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

 

იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 183/200 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას. ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება ხდება თანმიმდევრობით შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 90 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას.

 

 

რა ოდენობისაა დახმარება და ანაზღაურების რა პირობებია?

 

 

დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1 000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:

 

შვილის დაკვეთით გატაცებული და მოკლული ყოფილი პოლიციელის საქმე – წლების შემდეგ დამნაშავეები კვლავ გამოჩნდნენ, ამჯერად სხვა საქმეში
2021-05-18შვილის დაკვეთით გატაცებული და მოკლული ყოფილი პოლიციელის საქმე – წლების შემდეგ დამნაშავეები კვლავ გამოჩნდნენ, ამჯერად სხვა საქმეში

 

 

ა) ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;

 

ბ) ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში – ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;

 

გ) დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;

 

დ) დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.

 

 

 

დახმარების მისაღებად რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოთ დამსაქმებელს?

 

ესენია:

 

1. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში:

 

 

– საავადმყოფო ფურცელი,

 

– ცნობა სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროდან”, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე;

 

– საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

 

 

2. ბავშვის მოვლის გამო შვებულების შემთვევაში

 

 

– ბავშვის დაბადების მოწმობა;

 

– შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით; (დაუსაქმებელი ერთ-ერთი მშობლის შემთხვევაში ცნობას გასცემს სააგენტო);

 

– ცნობა სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროდან”, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე;

 

– საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტს დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

 

 

 

3.ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში

 

 

 

-კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს;

 

– შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით; (დაუსაქმებელი ერთ-ერთი მშობლის შემთხვევაში ცნობას გასცემს სააგენტო);

 

– სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს” მიერ გაცემულ ცნობას, რომ ბავშვის დედა არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე;

 

საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

 

 

ავტორი: Prime Time

X