11:08 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

ფულადი დახმარების კიდევ ერთ პროგრამა – რა თანხის მოთხოვნა შეგიძლიათ ყოველთვიურად

ფულადი დახმარების კიდევ ერთ პროგრამა – რა თანხის მოთხოვნა შეგიძლიათ ყოველთვიურად

“პრაიმტაიმი” საყოფაცხოვრებო და კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ფულადი დახმარების კიდევ ერთ პროგრამას გაგაცნობთ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოში ასე განმარტავენ:

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი და სხვადასხვა დროს დაზარალებულ პირთა დახმარებისთვის გამოყოფილი პენსიაა თანხის სხვადასხვა ოდენობით.

 

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:

 

  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 44 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – 22 ლარის ოდენობით,

 

  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 22 ლარის ოდენობით… წაიკითხეთ სრულად
ავტორი: Prime Time

X