22:24 | 2021-04-25 ავტორი: Prime Time

ფული გადახდილი გვაქვს, მაგრამ კოვაქსზე ვაქცინები არაა – ამირან გამყრელიძე

ფული გადახდილი გვაქვს, მაგრამ კოვაქსზე ვაქცინები არაა – ამირან გამყრელიძე

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა პანდემიისა, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.

 

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, კოვაქსზე არ არის. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, იმიტომ, რომ კოვაქსზე არაა ვაქცინები“, -აცხადებს გამყრელიძე.

 

მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება - კარგი ამბავი ბილ გეიტსისგან
2021-04-25მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება - კარგი ამბავი ბილ გეიტსისგან
ავტორი: Prime Time

X