23:48 | 2021-09-20 ავტორი: Prime Time

ფულის გამოძალვა შსს-ს სახელით, სრულწლოვანთათვის განკუთვნილ საიტებზე

ფულის გამოძალვა შსს-ს სახელით, სრულწლოვანთათვის განკუთვნილ საიტებზე

ყოველწლიურად თითქმის 5 მილიარდი დოლარი იშოვება პორნოგრაფიით. ყოველ წამს კი მსოფლიოში პორნოგრაფიას 28,258 ინტერნეტის მომხმარებელი უყურებს.

 

თითოეული ადამიანი წელიწადში ხარჯავს 3 ათას დოლარს. პორნო საიტებზე ვიზიტის საშუალო დროა 6 წუთი 29 წამი.

მსოფლიოს ვებ – გვერდების 12% პორნოგრაფიულია. ეს დასკვნა გააკეთეს მკვლევარებმა: 24 644 172 პორნოგრაფიული ვებ – გვერდი დაითვალეს ამერიკელებმა თავიანთ კვლევაში. ქსელიდან გადმოწერილი ფაილების 35% პორნოგრაფიაა. პორნოგრაფიული შინაარსის შემცველ საიტებს რეგულარულად სტუმრობს 40 მილიონი ამერიკელი, ასეთი საიტის ყოველი მესამე ვიზიტორი ქალია. საერთო ჯამში, სტატისტიკის თანახმად, 18-დან 24 წლამდე ასაკის მამაკაცების 70% სტუმრობს პორნო საიტებს, ხოლო საძიებო სერვისების ყოველი მეოთხე შეკითხვა (თითქმის 70 მილიონი დღეში) არის პორნო ძიება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პორნო საიტების მომხმარებლები ხშირად ხდებიან თაღლითების მსხვერპლი. ისინი წინასწარ იხდიან თანხას შინაარსზე წვდომისთვის, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იღებენ. ამ შემთხვევაში თაღლითები დარწმუნებული არიან, რომ ასეთი ადამიანი არ წავა პოლიციაში საჩივრისთვის. ასევე, კიბერდამნაშავეები ხშირად იყენებენ პორნო შინაარსს, მავნე ვირუსების გასავრცელებლად.

 

პორნო საიტების მომხმარებლების გასაყვლეფად არსებობს თაღლითობის კიდევ ერტ ხერხი: მომხმარებელი საიტზე შედის უპრობლემოდ, ხოლო საიტის დატოვების მცდელობისას იღებს შეტყობინებას. საქართველოში ეს შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვრცელდება:

 

„შეტყობინება საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტროდან: თქვენ ხართ დაბლოკილი პორნოგრაფიული საიტების განმეორებითი ვიზიტისთვის, რომლებიც შეიცავენ კანონმდებლობით აკრძალულ მასალებს, კერძოდ, პორნოგრაფია-პედოფილიის ელემენტებით, ძალადობა და ჰომოსექსუალობის პროპაგანდა. ბლოკის მოსახნელად ტქვენ უნდა გადაიხადოთ ჯარიმა, 50 ლარი, სახელმწიფოს ელექტრონულ საფულეზე (მითითებულია ანგარიშის ნომერი, – ავტ).

 

და შემდეგ ხდება მომხმარებლის შანტაჟიც:

 

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააიგნორებთ ჯარიმის გადახდის მოთხოვნას დანიშნულ დროში, თქვენი ტელეფონის ყველა კონტაქტზე გაიგზავნება მესიჯი, ამ ინციდენტის აღწერით და თხოვნით, რომ გადმოგცენ ეს ინფორმაცია, ჯარიმის გადასახდელად. ასევე, საქმის ყველა მასალები გადაცემული პროკურატურაში და სისხლის სამართლის პროცესი იქნება ინიცირებული, გადაწყვეტილების მისაღებად, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, საქართველის სსკ-ს 242-ე მუხლის მე-2 დ მე-3 ნაწილით.

 

ჯარიმის გადახდის ვადა 6 საათი, შეტყობინების შემდეგ“.

 

 

რაც შეეხება მუხლს, რომლიც თანახმადაც  თაღლითები მომხმარებლებს დასჯას ჰპირდებიან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გამოიყურება ასე:

 

მუხლი 242. აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

როგორც ხედავთ, საქართველოს სსკ-ის 242-ე მუხლის არც ერთ ნაწილს არანაირი კავშირი არა აქვს პორნოგრაფიის გავრცელებასთან. საქართველოში არც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ისჯება და არც ჯარიმის გადასახდელი ვადა გახლავთ 6 საათი.

 

ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია თქმა: ეს არის ტაღლითური სქემა, რომელიც პორნოსაიტების მომხმარებლების გაყვლფას ისახავს მიზნად.

 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სადაც რაღა თქმა უნდა, უარყვეს აღნიშნულ შეტყობინებასთან რაიმე კავშირი.

 

ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X