21:49 | 2021-12-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გაატარებს თუ არა სააკაშვილი სასჯელის დარჩენილ ნაწილს უკრაინის ციხეში – მიხეილ სარჯველაძის კომენტარი

გაატარებს თუ არა სააკაშვილი სასჯელის დარჩენილ ნაწილს უკრაინის ციხეში – მიხეილ სარჯველაძის კომენტარი

“ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რომც იყოს მოთხოვნა, დღეს საქართველოში სხვა ამოცანები დგას, განსახილველია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ახლა ნურავის ნუ აყვედრიან იმას, რომ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირია და ქვეყნიის ფუნქციონირებას ხელი ეშლება სააკაშვილის საქართველოში ყოფნით. მან გადასარევად იცოდა ყველა რეზულტატი და თვითონ ამბობს ამას. ყველაზე ნაკლებად, სადაც მას ყოფნა სურს, ეს პენიტენციური სისტემაა. ეს გასაგებია და ლოგიკურია.

 

უკრაინის სახელმწიფოს თუ ექნება მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თეორიულად ეს შეიძლება იყოს განსახილველი საკითხი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული წინაპირობები, რათა ეს გონივრული და ლოგიკური იყოს. ამ წუთას, იმ პირობებში, რაც ახლა გვაქვს, ვფიქრობ, რომ ეს არ იქნებოდა გამართლებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X