11:31 | 2021-10-19 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

გაათავსუფლებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მერე – ექსპერტის ინფორმაცია

გაათავსუფლებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მერე  – ექსპერტის ინფორმაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჩადენილი დანაშაულების გამო, სასჯელს საქართვლოში იხდის, თუმცა უცნობია, დატოვებს თუ არა ექსპრეზიდენი საპატიმროს სასჯელის მოხდამდე.

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის გამოშვება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ექსპრეზიდენტის ციხიდან გამოშვება დაუჯერებელი იქნება.

 

„სააკაშვილის გამოშვება დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე. არჩევნების მეორე ტურამდე სააკაშვილს რომ არ გამოუშვებენ, ეს ფაქტია. თუ არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ექნება მყარი პოზიციები, შეიძლება, მმართველმა პარტიამ სააკაშვილის გამოშვების გადაწყვეტილება მიიღოს.

 

„ქართული ოცნება“ არ წავა იმაზე, რომ წაგებული არჩევნების შემთხვევაში, სააკაშვილს ციხიდან გამოუშვებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი მათთვის საფრთხე იქნება. მეორე ტურში „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, სააკაშვილის გამოშვებაზე გავლენას ვერც საპროტესტო აქციები მოახდენს, რადგან ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილის გამოშვება მისთვის ხელისუფლებას გადაბარებს ნიშნავს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X