21:54 | 2020-07-07 ავტორი: რუსა ღვანიძე

გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო – „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო

გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო – „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო

„ნურავის ეგონება, სიყვარული, მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია. სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გაწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა!… როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე, უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი… ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!“ – ბერი გაბრიელი.

 

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღედ, 2 ნოემბერი დაწესდა.

 

სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული, მამა გაბრიელის საფლავი, 2014 წლის 22 თებერვალს, გაიხსნა.

 

უამრავი ხალხი მიაწყდა მცხეთას. ამის გამო მონასტრამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო და არც მედიას და არც ხალხს არ ჰქონდა საშუალება დასწრებოდნენ ამ ფაქტს.

 

საქართველოს მოსახლეობა, დიდი ემოციებით ელოდა, წმინდანის საფლავის გახსნას და უამრავი მომლოცველი, მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე, დიდი იმედით ელოდა ამ პროცესს.

 

განსაკუთრებით, ყველას აინტერესებდა მამა გაბრიელის სხეულის დანახვა. მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

 

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, იხსენებს, რომ დედა ალისიას ინფორმაციით, მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია.

 

კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია – მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდაო.

 

ქართველი სასულიერო პირი (არქიმანდრიტი) და მართლმადიდებელური ეკლესიის წმინდანი გაბრიელი (ურგებაძე), (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე), მართლმადიდებლურ ეკლესიაში — წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში.

 

მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს, ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.

 

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

 

 

1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

 

ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად – დღემდე უხრწნელია.

 

მორწმუნეთა გადმოცემით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

წლების განმავლობაში, მამა გაბრიელი უპირატესად, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სიანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მოსულთ.

 

ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ (1995 წლის ოქტომბერი – რედ. შენიშვნა), მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ:

 

„ანტიქრისტე მთელს დედამიწაზე გამეფდება, როგორც სახარებაში წერია. ღმრთისმშობლის, ცისა და ქვეყნის დედუფლის მოწყალებით, საქართველოში სხვებთან შედარებით მცირე დევნა იქნება. ეს შედარებით მცირე დევნა იმდენად შვება იქნება ქრისტიანთათვის, რომ მრავალი გადასარჩენი სულები თავს საქართველოში მოიყრიან.

 

კვალად გეუბნებით, ნუ შეშინდებით! ვისაც რწმენა მხოლოდ გონებაში ექნება, ისინი ყველანი მიიღებენ ბეჭედს, ხოლო ვისაც გულში, ისინი – არა. ასევე გეუბნებით, ნუ გახდით ფილოსოფიის საგნად ანტიქრისტეს ცნობას; სულიწმინდა ყველას მოგცემთ მის ცნობას გულში, აქ მთავარია, ვინ მოუსმენს და ირწმუნებს, სულიწმინდისეულ ამ ჩურჩულს, იმ თესლის მსგავსად, რომელიც პოხიერ ნიადაგზე დავარდა.” – წ. გაბრიელ სალოსი.

 

2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. უამრავი ხალხი მიაწყდა მცხეთას. ამის გამო მონასტრამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო და არც მედიას და ხალხს არ ჰქონდა საშუალება დასწრებოდნენ ამ ფაქტს.

 

საქართველოს მოსახლეობა დიდი ემოციებით ელოდა წმინდანის საფლავის გახსნას და უამრავი მომლოცველი მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე დიდი იმედით ელოდა მამა ამ პროცესს. განსაკუთრებით ყველას აინტერესებდა მამა გაბრიელის სხეულის დანახვა.

 

როგორც ცნობილია ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

 

 

 

 

მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს. დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, იხსენებს, რომ დედა ალისიას ინფორმაციით, მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია.

 

კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია – მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდაო.

 

 

„პრაიმტაიმი“ სამთავროს დედათა მონასტერს ეწვია, სადაც მამა გაბრიელ აღმსარებელ სალოსის გულის წმ ნაწილის გადაღება, სამთავროს წინამძღვრის კურთხევით შეძლო.

 

2020 წლის 15 იანვარს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მამა გაბრიელის გული, მის წმიდა ნაწილებთან ერთად ჩააბრძანეს.

აქამდე, მამა გაბრიელის გული, სამთავროს დედათა მონასტერში ინახებოდა.

 

 

შეგახსენებთ, რომ როდესაც წმიდა მამის სხეულის ამოსვენება მოხდა, მისი დამუშავება განხორციელდა კანონიკურად, გაირეცხა, დამუშავდა კეთილსურნელებით და შეახვიეს შესაბამისად.

 

გული იყო ერთადერთი კუნთოვანი ნაწილი, რომელიც მთლიანად უხრწნელი იყო, პატრიარქის კურთხევით ინახებოდა მონასტერში.

 

მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X