
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემდეგი ტალღა, 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, კრიტიკულად საშიში იქნება.
„დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ.
ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:























