
მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი დღეს იუბილარია. ქალიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა დედამ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ.
„ტუნიიი მე და მამა გილოცავთ. სანამ გაჩნდებოდი, თვითონ ბავშვები ვიყავით მთელი ინტერესით და ბედნიერებით რომ გელოდით.
ერთხელ გაჩენამდე მუცელში გადაწყვიტე რაღაც „ტრუკები“ გეკეთებინა და ისეთები ჩაატარე, რომ შიშით მე და მამამ გადავწყვიტეთ დაგმალვოდით, უცებ შუქი ჩავაქვრეთ, საბანი თავზე გადავიფარეთ და „ჩუმად დავიძინოთ-თქო, ჰაჰააა“.
ტუნი რამხელა ბედნიერება მაჩუქეთ! ყველა ფერი შენს ზღაპრულ ცხოვრებაში შენს საოცნებო პრინცთან ერთად! მინდა ბევრი იყოთ“, – წერს ნათია ბანძელაძე.






















