13:48 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

გაჩერებაზე მდგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა ადგილიდან არ დაიძრას – კალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში მოხდება ეს  

გაჩერებაზე მდგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა ადგილიდან არ დაიძრას – კალაძე განმარტავს, რა შემთხვევაში მოხდება ეს  

ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება თუ რომელიმე მგზავრს პირბადე არ ექნება გაკეთებული.

ნახეთ სად დათბება +31 გრადუსამდე - განახლებული ამინდის პროგნოზი
2021-09-13ნახეთ სად დათბება +31 გრადუსამდე - განახლებული ამინდის პროგნოზი

 

„არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X