17:39 | 2021-03-02 ავტორი: Prime Time

გადადგომაზე განცხადება უკვე დავწერე! – საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსი ყველა თანამდებობიდან წასვლის დროს ასახელებს

გადადგომაზე განცხადება უკვე დავწერე! – საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსი ყველა თანამდებობიდან წასვლის დროს ასახელებს

საქართველოს მიმართ მტრული განცხადებებით ცნობილი პოლიტიკოსი, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირონოვსკი აცხადებს, რომ ის აუილებლად დატოვებს ყველა თანამდებობას და ამის შესახებ მან განცხადება უკვე დაწერა. თუმცა, ეს მოხდება მაშინ, როცა ის 90 წლის გახდება.

 

„უკვე დავწერე განცხადება: „გთხოვთ გამათავისუფლოთ ყველა დაკავებული თანამდებობიდან 2036 წლის 1 მაისს, როცა 90 წლის გავხდები. აი (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ გენერალურ მდივანს, მიხეილ) გორბაჩოვს დღეს შეუსრულად 90 წელი. მეც გავხდები 90 წლის 2036 წლის 25 აპრილს – 15 წლის შემდეგ. წინასწარ დავწერე განცხადება. როგორც კი 90-ის გავხდები, ცოტა გვერდით გავიწევი: თუ ხელმძღვანელი ვიყავი, გავხდები პირველი მოადგილე – ანუ გავათავისუფლებ გზას. ყოველთვის ასე მინდა იყოს, ჩემს უკან უძრაობა არ იქნება“ – განაცხადა ჟირონოვკიმ რადიოსადგურ “Говорит Москва”-ს ეთერში.

 

ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს მიმართ აგრესიით განწყობილ რუს პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ის თავის განცხადებებში განსაკუთრებული ცინიზმით საუბრობს საქართველოზე და მიიჩნევს, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყო რუსეთის ნაწილი.

 

სწორედ ეს ნარატივია მის თითქმის ყველა გამოსვლაში, რომელსაც საქართველოს უკავშირებს.

 

ავტორი: Prime Time

X