
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლასჟურნაისტი ესმა კუნჭულია გამოეხმაურა.
„დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის. მაშინ, ყველაზე ადეკვატური გადადგა! ასე რომ აწი მეტი სიფრთხილე!
პ.ს. რომ არ დავწერო არ შემიძლია – გადადგომამდე 5 წუთით ადრე, ამ დილით, მისი დახმარებით წოდორეთის პრობლემა მოგვარდა – მარილის მანქანები დაიძრა ჩვენი თოვლში ჩაკეტილი სოფლისკენ.
ეს რატომ დავწერე იცით? გამიკვირდა: გადადგომის ბოლო წუთამდე იყო პოსტზე და ბოლო წუთამდე შეასრულა თავისი მოვალეობა – ქვემდებარე რეგიონში მოაგვარა პრობლემა. ესაა ადეკვატურობა!
დიახ, ის ადეკვატური გადადგა, ვის რეიტინგზეც და აიქიუზეც ეკიდა ოცნება. ასე რომ…” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის,გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ, 18 თებერვალს განაცხადა, მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბავშვილი გუშინვე წარუდგინა საზოგადოებას.























