
ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში თავისი საყვარელი კატის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის დაიკარგა. მწერალი საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო, სალამი! ესაა ჩემი უსაყვრლესი ფისო სოლომონი, რომელიც 6 წელია ჩვენთან ცხოვრობს და ნახევრად ქუჩისაა (ვერც ვაკადრებ ისე ამ სიტყვებს), კვირაზე მეტია არ გამოჩენილა, – ნერვებმოშლილი კი იყო, რადგან სხვა კატებიც დაეჩვიენ ჩვენს ეზოს, მაგრამ ამდენი ხნით გაქრობა არ ჩვეოდა.
მთაწმინდის მკვიდრია – ზალდასტანიშვილის და კაკაბაძეების ქუჩას არ გასცდენია არასდროს. ამ ღირსეულ ფოტოზე ცოტა პატარა კია, მაგრამ იგივეა მაინც… წითელი ყელსაბამი აქვს შებნეული. თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, რომ ველოდები და ნუ მებუტება!“

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























