
„პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლის პედაგოგს ვირუსული ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა და მას კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
პედაგოგი ამ დროისთვის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და ის შესაბამისი მკურნალობის კურსს გადის.
სწავლის დაწყების თარიღზე მოახსენს თუ არა ინფიცირების ეს შემთხვევა გავლენას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „პრაიმტაიმს” ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმღძვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, ისინი შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„რაც შეეხება ამ სკოლაში სასკოლო პროცესის გადადებას, ამის შესახებ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ველოდებით მინისტრის გადაწყეტილებას”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.























