09:58 | 2020-04-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

გადაიწევს თუ არა არჩევნები – მდინარაძის განმარტება

გადაიწევს თუ არა არჩევნები – მდინარაძის განმარტება

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და იმედოვნებს, რომ არჩევნების გადაწევის საჭიროება არ იქნება.

 

მისი თქმით, გაცემული რეკომენდაციები იმისთვის არის საჭირო, რომ პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს. ამის შესახებ მან „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„ვერავინ ვერ იტყვის ამას. თუ მართლა ეპიდემიის პიკი სექტემბერში და ოქტომბერში იქნა, ბუნებრივი ამბავია, მაგრამ არ მგონია ეს ასე მოხდეს.

 

ჩვენ არათუ სექტემბერზე და ოქტომბერზე, არამედ ვსაუბრობთ იმაზე და მოვუწოდებთ, მოქალაქეებს, რომ დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდში მათი ჯანმრთელობისთვის და უფროსი თაობის გადარჩენისთვის.

 

ამ უხილავ მტერს და მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემას ვებრძვით 2 მიმართულებით, ერთი მთავარი და უპირველესი არის ადამიანის ჯანმრთელობა და მეორე არის ეკონომიკის არჩამოშლა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამ დროისთვის საქართველოში 300 ადამიანია ინფიცირებული. 

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X