
“რუსთავი 2-ის” სიუჟეტს, სადაც საუბარია, რომ ბესო ზანგური შესაძლოა მორიგ სკანდალში გაეხვეს, რაც გამოძიების საგანი შეიძლება გახდეს, მსახიობი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახალი ტალღა რაც რუსთავმა 9 საათიანზე დააანონსა არის შემდეგი: სერიოზულად ვწერ: ძალიან მომეფსა და ვინაიდან იმ წამის შესული ვიყავი სახლში, ბავშვი ტუალეტში შევარდა და მე აივნიდან გადავაფსი ტყეში…
თურმე, ტყეში არა მხოლოდ მგელი, „რუსთავი-2“-იც ჩასაფრებული იღებს…
გადამიღეს როგორ ვფსამ აივნიდან ტყეში აგარაკზე! შემდეგ გავდივარ და ვაძლევ ინტერვიუს, რადგან დამიძახეს ამის მერე… უკან შებრუნებულზე მარიამთან ერთად დავკეტე ფანჯარა… მაგრამ მოფსმის დროს იქ არ იდგა ჩემი შვილი.
შვილის წინ ისე არ მოგიფსამთ, ჩვენში დარჩეს? აი, მე არა.
ამ მარაზმმა არხმა აღძრა გარყვნილი ქმედება მოფსმა შვილის თვალწინ.
ახლა მიპასუხეთ ეს ქვეყანაა? სამართალია? 3 დღე ვიკავებ თავს მაგრამ ხო არ გავჩუმდები ბოლომდე, დუმილი დანაშაულზე დათანხმებაა! გაგეცინათ ხომ? მე ვეღარ ვიცინი. ვუცდი აბსოლუტურ მორალურ მხარდაჭერას სამოქალაქო აქტივიდან,“ – წერს ბეზო ზანგური.
ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას “კურიერის” კამერამ გადაიღო კადრი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბესო ზანგურის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საუბარია ბავშვის თანდასწრებით უხამს ქმედებებზე.
“კურიერმა” იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.























