12:39 | 2021-01-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გადარჩენილები არიან, ცხვირით რომ არ ურქინეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი ელისაშვილ-ხაზარაძის დაპირისპირებაზე

„გადარჩენილები არიან, ცხვირით რომ არ ურქინეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი ელისაშვილ-ხაზარაძის დაპირისპირებაზე

„ლელოსა“ და „მოქალაქეების“ ლიდერების დაპირისპირება კვლავ აქტუალური საკითხია.

 

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების ინციდენტს სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით ეხმაურება:

 

საბურთალოს 25 000 და ქვეყნის 85 000 ამომრჩეველი რას ამბობს, განსაკუთრებით „ნაცები“, ვინც ახლა ელისაშვილი vs ხაზარაძეს უყურებს?“ ამავე პოსტის კომენტარებში კი წერს: „მაინც გადარჩენილები არიან, ცხვირებით რომ არ ურქინეს“.

 

აღნიშნულმა კომენტარმა ერთ-ერთი მოქალაქის გაღიზიანება გამოიწვია და დაწერა, რომ გარეგნობაზე ხაზგასმა მოსაწონი არ არის. ამაზე ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ ნინო წილოსანს დაესესხება – „აშკარად წაკითხულიდან სწორი შინაარსი ვერ გამოიტანეს“.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერები 2 დღის წინ „ღამის კურიერის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

 

შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” სტუდია დატოვა.

 

მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა მომხდარზე განცხადება გაავრცელა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X