20:43 | 2021-09-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“გადასარევი დამთხვევა მოხდა. ღმერთი ჩემთან არის…” – რას გვიყვება ნანი ბრეგვაძე

“გადასარევი დამთხვევა მოხდა. ღმერთი ჩემთან არის…” – რას გვიყვება ნანი ბრეგვაძე

პატარა სანდროს ნატალია ქუთათელაძე თვის ბოლოს ელოდა, თუმცა ბიჭუნა ღვთისმშობლის შობას, 21 სექტემბერს დაიბადა.

 

წინა დღეებში ნატალია წინანდლის ფესტივალზეც კი მღეროდა.

 

21 რიცხვი მომღერლის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

 

21 რიცხვში არიან დაბადებულნი ნანი და ნატალია. ახლა უკვე მათ, პატარა სანდროც შეუერთდათ.

 

როგორც ქალბატონი ნანისგან გავიგეთ, ვაჟის დაბადებას, ნატალიას მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე დაესწრო.

 

უნდა თუ არა შვილთაშვილის მომღერლობა, ეს თავად ჩვენი სცენის ლეგენდისგან შეიტყვეთ.

 

 

ნანი ბრეგვაძე: – ვიცოდით, რომ ჩვენი ბიჭი, მუცლადყოფნისას, კარგად გრძნობდა თავს და მთელი ორსულობა მშვენივრად მიმდინარეობდა. ამიტომ წყნარად ვიყავი. მე არ ვარ მშიშარა. ყველაფერს მშვიდად ვუყურებ და ვხვდები.

 

ლამაზი და პატარა მუცელი ჰქონდა. წონაში ძალიან ცოტა მოიმატა. მთავარია, რომ ნატალიამ ძალიან კარგად იმშობიარა და ბავშვს ყველაფერი ნორმაში აქვს, ჯანმრთელია. აი, ეს არის ყველაზე მთავარი.

 

მეუღლე თავზე ადგა მშობიარობისას. აჩიკო განცდებში ყოფილა.

 

 

თვის ბოლოს ველოდით, თუმცა 21-ში გაჩნდა. გადასარევი დამთხვევა მოხდა. მე და ნატალია 21 რიცხვში ვართ დაბადებული. აი, სანდროც 21 რიცხვში და თან ღვთისმშობლის შობას დაიბადა.

 

კაცი უნდა იყოს კაცური, ძალიან ჭკვიანი და კეთილშობილი. ჭკვიანი კაცი ღვთის საჩუქარია.

 

ჩვენს გვარში ყველა მღერის, თუმცა კაცებს პროფესიად არ აქვთ სიმღერა. ევგენი მიქელაძის შტოდან მოვდივართ. ექვსი დეიდა მყავდა, ექვსივე შესანიშნავად მღეროდა.

 

ნატალიას ქმრის ბაბუა შესანიშნავად მღეროდა, კარგად ვიცნობდი. ჩემს სახლში ვინ არ მოდიოდა, ღია იყო კარი, მუსიკოსების თავშეყრის ადგილი იყო. ნატალიას მამის მხარესაც შესანიშნავად მღეროდნენ, ბაბუაც და მისი მამაც.

 

2021-09-17"ნიკამ ჩვენს ოჯახში გივი შეცვალა. მამას ტანსაცმელს იცვამს... გივიც სულ ამბობდა, მგავსო" - მანანა ბერიკაშვილის სიძე ახალ შოუს წაიყვანს

 

სანდრო, არ ვიცი, რას იზამს. ნატალია კი ამბობს, მეტი საქმე არ მაქვს, ვამღეროო. არც მე ვფიქრობდი, მომღერლობას, ფორტეპიანოს ხაზს მივყვებოდი, მაგრამ მერე ღმერთმა სწორ გზაზე დამაყენა.

 

უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. ღმერთი ჩემთან არის და კარგი ბავშვი გვაჩუქა. ეს ჩემი პირადი ბედნიერებაა.

 

ისე კი, ბოლო პერიოდში, ბევრი ახლობელი დავკარგე. საკონცერტო განწყობა ნამდვილად არ მაქვს. ნერვები მეშლება იმაზე, რომ ვაქცინაციაზე კიდევ ხვეწნა გვჭირდება. ვბრაზობ.

 

გამოფხიზლდით და აიცერით. აი, ამაზე ვდარდობ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X