
“ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიაზე სტატუსს აქვეყნებს. ამ პატარა პოსტით, სცენარისტი, მოშიმშილე პოლიტიკოსის დიდბუნებოვნებაზე მიუთითებს.
აი, რას წერს მეგობარზე დევდარიანი.
„ელენე ხოშტარია, პოლიტიკის მიღმა, ჩემი უახლოესი მეგობარია და ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ელენეს შიმშილობა ორმაგი დარდი და შფოთვაა.
თვითონ კი, გუშინ, გადასხმას და გადასხმას შორის, ალბათ, მეასედ მისაყვედურა, რომ იმ ხალხის უტვინოებად და გარეწრებად მოხსენიება, ვინც მასზე და სააკაშვილზე საზიზღრობებს წერს, არ შეიძლება.
15 დღიანი შიმშილობა და ინტოქსიკაციაც კი არ უჩენს აგრესიას უტვინოებისა და გარეწრების მიმართ.
ხოდა, თქვენ რა ჭირი გეცათ, არ ვიცი, როგორ არ გიტყდებათ, რომ “mere chamos” წერთ.
არ მინდა ასეთ ადამიანებთან არანაირი შეხება და გადაკვეთა.
(ბოდიში, ლაკა, შენს პათოსს მე არ ვიზიარებ, რომ ესენიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან)“, – ამბობს დევდარიანი.























