
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პოლიტიკურ სპექტრში მასზე საუბარი არ წყდება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის ციხიდან გამომშვები არავინ არ არის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი უკვე მის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი განმარტავს, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი, თხოვნის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ კიევს გადასცეს.
„ღამის კურიერში“ საუბრისას გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდება.
“არ ველოდები, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური სისტემა, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება ეკითხება. დანაშაულებისა და ფაქტების გაგზავნა უკრაინის პრეზიდენტისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება შეიძლება, ასეთი რამ ხდება ხოლმე დიპლომატიაში. ასეთ დროს, ვალდებულიც კი ხარ, შეატყობინო იმ ადამიანს, ვინც შეიძლება მას დამცველად დაუდგეს. ყველა შემთხვევაში მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში მოიხდის სასჯელს,”- აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სახალხო დამცველმა იმავე დღეს მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა დაკავებიდან რამდენიმე საათში შიმშილობა დაიწყო.
აქვე ნახეთ: მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები























