23:51 | 2021-04-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინუცა მაყაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინუცა მაყაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინუცა მაყაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„ნინუცა მაყაშვილი ჩვენი გადაცემის სახეა. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ყოველ დილით – ყველაზე პოზიტიური, კეთილი და ღიმილიანი სახით სწორედ ჩვენი ნინუცა აცნობს ამინდის პროგნოზს… წარმოუდგენელია, იცნობდეთ მას და ფიქრობდეთ, რომ ის რაიმე შეუფერებელს გააკეთებს ფულის გამო.

 

სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა! - ნინო წილოსანი
2021-04-14სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა! - ნინო წილოსანი

 

ჩვენ, გუნდის წევრებმა პირველად რომ მოვისმინეთ ნინუცას წარსული ცხოვრების შესახებ, ვერ დავიჯერეთ რომ ის ამხელა ტკივილს მალავს უანგარო ღიმილის მიღმა. გვიხარია, რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს მისი თითოეული სიტყვის სჯერა და უფრო მეტიც – ნინუცა ბევრი ქალისთვის გახდება მაგალითი, როგორ დააღწიონ თავი ძალადობას და დაიწყონ ახალი ცხოვრება – ძალიან დიდი შემართებით.

 

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ მთელი გუნდი დგას ნინუცას გვერდში და გადაცემის – „ფარული კონვერტის“ ეთერში გასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემაში აუცილებლად მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ ნინუცას ახლაც კი არ უნდა პრობლემა შეუქმნას იმ ადამიანს/ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობასა და შიშში აცხოვრებდნენ მას… ნინუცა არაფერმა გააბოროტა, არც შეცვალა – კვლავ ყოველ დილით და კვლავ ყველაზე კეთილი ღიმილით და წრფელი გულით გეტყვით – „დილა მშვიდობისა, საქართველოს!”, – ნათქვამია პოსტში.

 

მოისმინეთ: ბესო ზანგურის პირველი კომენტარი

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X