15:58 | 2021-02-24 ავტორი: Prime Time

გადაწყვეტილება მიღებულია! – მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

გადაწყვეტილება მიღებულია! – მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.

 

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.

 

ასევე დაგაინტერესებთ:ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება

 

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება  გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

ნახეთ შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება – პრემიერ-მინისტრის განცხადება

ავტორი: Prime Time

X