
გადაუდებელი სამუშაოების გამო გლდანის რაიონში , 11:00 -დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდებათ გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.






















