
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე.
პროფესორი მორიგ მიმართვას ავრცელებს და გაურესებული პანდემიის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ სამედიცინო პირბადე და დაიცვან ერთმანეთის სიცოცხლე.
„2020 წლის 14 დეკემბერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს მე მივმართე საქართველოს საზოგადოებას და ავტეხე განგაშის ზარი, რათა ხარისხიანი სამედიცინო პირბადე ყოფილიყო ხელმისაწვდომი საქართველოში.
დღეს, 2021 წლის 5 აგვისტოს, საქართველოში ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო პირბადე 0.12 ლარად;
დღეს, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს სჭირდება ერთიანობა! გავერთიანდეთ და “გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადეები ყველგან და ყოველთვის”
გადავარჩინოთ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი, ჩვენი უბანი, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედამიწა“,- ამბობს ფხაკაძე.
ასევე დაგიანტერესებთ:























